MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

“მთავარი არხი”-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლედ, გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას ეხმიანება და ულოცავს:

“ვულოცავ ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს წევრად არჩევას, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა (მცდელობა ჰქონდა მინდია უგრეხელიძეს – მეორე, კიდევ უფრო მაღალი სტატუსის, ჰააგის გაეროს სასამართლოს წევრობაზე იყრიდა კენჭს და კუდით ქვა ასროლინეს).

ძალიან საამაყო ფაქტია, თავისთავად, და ასევე, თუ ვინმე დიდი ქოციანობის დროს კომპეტენტური და წესიერი ყოფილა ხელისუფლებაში, პირველ რიგში, გოჩა ლორთქიფანიძეა. მის ნაცვლადაც მიხარია – გაასწრო აქედან და იუსტიციის უუფლებო მინისტრობას და ბიძინას სამსახურში ყოფნას, ქვეყნის სამსახურში გადაინაცვალა. წარმატებები!”- წერს ნიკა გვარამია.

ამ თემაზე:

ჰააგის სასამართლოში, პირველად აირჩიეს ქართველი მოსამართლე

ვულოცავ საქართველოს და ჩვენს მომავალ თაობებს – ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, პირველად ქართველი მოსამართლე აირჩიეს

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER