ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია ეს გრძნობა აწუხებდეთ – კახა კალაძე

439
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის მერის გამოხმაურება აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს სახელმწიფო მათ ღია ცის ქვეშ ტოვებს.

“რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, აყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას. ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით “გაამძაფროთ” ყალბი ინფორმაცია?!.

ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ – წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია ეს გრძნობა აწუხებდეთ.” წერს კახა კალაძე ფეისბუქში.

ამ თემაზე:

ჩანგელიების ოჯახს 3 ოთახიანი ბინა 14 დეკემბერს გადაეცა – დევნილთა სააგენტო

თქვენი კომენტარი?