დავით ოქიტაშვილის მიმართვა ნინო ანანიაშვილს

350
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კულტურის პალატის პრეზიდენტი პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილს მიმართავს და მოუწოდებს დააფიქსიროს მისი პოზიცია მეუღლის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებთან დაკავშირებით, ან დატოვოს საბალეტო დასის ხელმძღვანელის პოზიცია.

“ოპერაში კრიზისული სიტუაციაა. საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაამხოს ხელისუფლება, მთავრობას ეძახის კრიმინალებს, ბიძინა ივანიშვილს ეძახის “ნარკობარიგას”. მივმართავ ნინო ანანიაშვილს, ან გაემიჯნოს თავის მეუღლეს, თქვას რომ არ ეთანხმება მის განცხადებებს, ან გადადგეს“. – ამბობს ოქიტაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE