MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ფეისბუქ პოსტი:

“ძალიან ვბრაზდები, როდესაც ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების ნაწილი ამბობს: ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, რადგან გაზაფხულზე ქვეყანაში ისეთი მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომაროება იქნება, ქუჩაში ხალხი გამოვა და იძულებული იქნებიან, დანიშნონ არჩევნებიო.

იმედი მაქვს, როდესაც ამას ამბობთ, ბოლომდე ვერ აცნობიერებთ მის მორალურ პრობლემას. რა გამოდის – შენი იმედი რას ეფუძნება – იმას რომ გაზაფხულზე ქვეყანას დედა აღარ ეყოლება? ანუ ოპოზიციის ტაქტიკა რა არის – დაჯდეს და ელოდოს ქვეყანა როდის ჩამოიქცევა?

არ მინდა ხოლმე ოპოზიციის კრიტიკა, რადგან ისედაც ბევრი ვაკრიტიკე ბოლო დროს, მაგრამ შანსს არ ტოვებენ.”- წერს მეტრეველი.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER