MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ მის ქადაგებაში კორონავირუსთან დაკავშირებით აგორებულ კონსპირაციულ თეორიებზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ადამიანებს, რადგან საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაარწმუნეს იმაში, თითქოს ვირუსი არ არსებობს და აცრებიდ აღუპავს კაცობრიობას.

„მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით. როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება. როგორ უნდა ვწრთოდეთ და ვშიშობდეთ, რომ ვაიმე ახლა მასონებს რა გეგმა აქვთ.

რას იზამენ. აცრებით დაგვღუპავენ ყველას. ეს ეკადრება ზოგადად ქრისტიანს? ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ სისულელეებს რომ ვასწავლიდით,“- განაცხადა დეკანოზმა მის ქადაგებაში.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER