არაუშავს! სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! დღევანდელი საქციელისთვის კი გულწრფელი მადლობა! – პაატა ბურჭულაძის მადლობა კახა კალაძეს

805
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მომღერალ პაატა ბურჭულაძის გამოხმაურება აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ალუაშვილების ოჯახისთვის ნაჩუქარ ბინაზე, რომელიც კახა კალაძემ, პირადი სახსრებით შეიძინა.

“როგორ მესიამოვნა! ქალაქის მერმა ამ ოჯახს ბინა აჩუქა!თანდათან მოდის ოცნება გონს და მართალია მხოლოდ სურათზე,მაგრამ მაინც კარგია,რომ დაინახა თუ როგორ ცხოვრობს ხალხი.

მან ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: რომ თურმე ხელოვნება საჭირო ყოფილა და რომ მრავალშვილიანი ოჯახები თურმე საჭიროებენ დაუყოვნებლივ დახმარებას.
პატივცემულო მერო, გამიხარდა, რომ გაგახსენდათ თუ რა ბედნიერება ყოფილა უანგარო სიკეთის გაკეთება, რომელიც თქვენი უფროსისისთვის სიამოვნების მისანიჭებლად ოთხი წელია შეუჩერეთ ქართველ ხალხის უდიდეს ნაწილს და ფონდ ,,იავნანას”.

არაუშავს! სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! დღევანდელი საქციელისთვის კი გულწრფელი მადლობა!”- წერს პაატა ბურჭულაძე 16 დეკემბრის პოსტში.

თქვენი კომენტარი?