სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას პატიმრობა შეეფარდა

253
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ახალაია ასევე დამნაშავედ ცნეს ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდზე და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დღეს გამოაცხადა.

დათა ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადამეტებაში, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და ადამიანის ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენების გამო. ახალაიას სანდრო გირგვლიანის, ლევან ბუხაიძის, კახა დაბრუნდაშვილის და ვამეხ აბულაშვილის ეპიზოდზე საბოლოოდ განესაზღვრა შვიდი წლით და ექვსი თვის ვადით პატიმრობა და ერთი წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE