“პატრიოტთა ალიანსი”-დან, ერთი წევრი პარლამენტში შესვლას აპირებს

677
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“კურიერის” ინფორმაციით, “პატრიოტთა ალიანსის” სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის.

ინფორმაციას “კურიერთან” თავად ენუქიძე ადასტურებს. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ.

“მე ვარ და ვრჩები “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერად და მეგობრად, მაგრამ მიმაჩნია ბრძოლის ეს ფორმა. როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია. და არც ჩავაბარებ. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უცდია არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით”- განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ “კურიერთან” საუბრისას.

“პატრიოტთა ალიანსს” 4 მანდატი აქვს. ირმა ინაშვილმა და მისი პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ორი დღის წინ მიმართა.

ამ თემაზე იხილეთ ირმა ინაშვილის კომენტარი:

ირმა ინაშვილის კომენტარი მათი პარტიის წევრის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით

თქვენი კომენტარი?