MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი, “ფორმულას” ეთერში, ამერიკის ელჩ კელი დეგნანის ინტერვიუს ეხმიანება:

“გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში ამერიკის ელჩის ქ-ნი დეგნანის მიერ გამოხატული ოპტიმიზმი მოლაპარაკების პერსპექტიულობასთან დაკავშირებით დამაიმედებელია.

ოპოზიციურ კონიუნქტურას ვითვალისწინებ, ცხადია, 1 ნოემბრიდან მოყოლებული.
ამასთანავე, 60 ოპოზიციონერი დეპუტატის ( ელჩს ვეთანხმები – მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო) პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, ანუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის შანსს ამერიკის ელჩი ჯერ კიდევ რომ ხედავს, ეს კარგია.

კობახიძის მუქარა ოპოზიციური პარტიების შეზღუდვა/ აკრძალვაზე რომ არასერიოზული, არარეალისტური და ღიმილისმომგვრელია, ელჩმაც მკაფიოდ დაადასტურა.

გამიმყარა ელჩმა პოზიტიური მოლოდინი. იქნებ, იმედი მბჟუტავი აღარ იყოს.
ივანიშვილის პერსონალური უპასუხისმგებლო მმართველობის დასრულებას 2020-2021 წწ. ველოდი და ვგეგმავდით. ნახევარი წლით თუ გადაიწევს პოლიტიკური ნოკაუტი, ავიტან(თ).”- წერს დავით ბერძენიშვილი.

იხილეთ კელი დეგნანის ინტერვიუ:

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER