ძალიან საცოდავები ხართ 7 საათზე ამდგარ ხალხზე მოქილიკეები – ლალი მოროშკინა

570
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ლალი მოროშკინას გამოხმაურება ფოტოებზე, რომელიც დილის 7 საათზე, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, სავაჭრო ცენტრებთან არსებულ რიგებს ასახავს და რაზეც საზოგადოების ნაწილი ქილიკობდა სოციალურ ქსელში:

“ძალიან საცოდავები ხართ 7 საათზე ამდგარ ხალხზე მოქილიკეები… ჩემი ყველა სიტყვა ახდა ამ ბოლო დროს, ამიტომ თავს შევიკავებ  გისურვოთ ის, რასაც ახლა ვფიქრობ.

ნუ დააფრიალებთ ფოტოებს! საკუთარ თავს ეცით პატივი, ეს ხალხი არაა დამნაშავე, ისინი ოჯახებზე ფიქრობენ! პატარა სინათლის შეტანა უნდათ წყვდიადში! იმედია დაისჯება ვინც ამ საუკუნის მარაზმის უკან დგას!

P.S – ერთი უკეღმართი სიტყვა და დატოვებთ ჩემ სამეგობროს! ფუ, თქვენი ისტერიკიანი…”– წერს მოროშკინა.

თქვენი კომენტარი?