MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში:

“ერთ-ერთმა ცნობილმა მომღერალმა ტელეგადაცემაში თქვა, – მეტრო და ავტობუსები რომ არ მუშაობს და ეს თანხები აღარ იხარჯება, ხომ შეიძლება მთავრობამ ბონუსები გაუკეთოს ძალიან გაჭირვებულებსო.

თავისი სფეროს წარმომადგენლებზე საუბრობდა. კი, რასაკვირველია, უჭირთ ამ ადამიანებს და გამოსავალიც უნდა მოიძებნოს, მაგრამ რატომ ჰგონია, რომ “ეს თანხები აღარ იხარჯება”?!

რა ჰგონია, მეტროპოლიტენის თანამშრომლები, ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები შინ გაუშვეს და ხელფასი მოუხსნეს?!

პირიქით, ჩემო კარგო, პირიქით: თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ყოველდღიური შემოსავალი დაკარგა, თანამშრომლები კი ხელფასებს იღებენ, რადგან პანდემიის გამო ვერ მუშაობენ.

P. S. მომღერლის გვარს არ ვიტყვი, კეთილი კაცია და გულუბრყვილობით მოუვიდა, მხოლოდ მიგანიშნებთ, რომ დეპუტატის მანდატი ისე დაკარგა, რომ სხდომათა დარბაზში მხოლოდ ერთი საათი იჯდა.

უბრალოდ, ძალიან უცნაურია, რომ ასეთ ელემენტარულ საკითხში ვერ ერკვევა და მაინც ლაპარაკობს.

კიდევ უფრო უცნაური კი ის არის, რომ, როგორც ჩანს, საზოგადოება ამ თემაზე სრულფასოვნად არ არის ინფორმირებული”- წერს მძინარაშვილი.

RADIO24-BANNER