ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებებმა არასწორად და სრულიად დაუშვებელ კონტექსტში გაავრცელეს ჩემი განცხადება – დავით ოქიტაშვილი

275
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კულტურის პალატის პრეზიდენტ დავით ოქიტაშვილის განმარტებით, ნინო ანანიაშვილის შესახებ გაკეთებული მისი განცხადება ცალკეული მედიასაშუალებებით არასწორად გაშუქდა.

“ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებებმა არასწორად და სრულიად დაუშვებელ კონტექსტში გაავრცელეს ჩემი დღევანდელი განცხადება. ნინო ანანიაშვილი არის მსოფლიო დონის პრიმა-ბალერინა და მისი, როგორც პროფესიონალის მოღვაწეობა ქართული ბალეტისთვის უდაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებულია.

მე ვისაუბრე ქალბატონი ნინოს მეუღლე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომელშიც ის დღევანდელ ხელისუფლებას კრიმინალურს უწოდებს და დამხობისაკენ მოუწოდებს მოსახლეობას!ამ დროს ქალბატონი ნინო არის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, იმ საბალეტო დასის, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკისგან ისევე, როგორც ხელოვნების და კულტურის ყველა ორგანიზაცია.” – აცხადებს ოქიტაშვილი.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE