რა ვუყო ამ თანხას? მირჩიეთ – ნატო ჩხეიძეს დეპუტატის ხელფასი ჩაერიცხა

1574
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს  სიით გასულ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს პარლამენტარის ხელფასი ჩაერიცხა და როგორც თავად ამბობს, არ იცის თუ რა მიზნით გამოიყენოს ეს თანხა და კითხვით მიმართვას მის ფეისბუქ მეგობრებს:

“გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი,  თანაც უკლებლივ.  ერთი თეთრიც არ დაკლებია… ახლა საფიქრელი გამიჩინეს,  რა ვუყო ამ “ეშმაკისეულ თანხას”, როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა უწოდა.

ბიუჯეტში დავაბრუნო?..  არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ.
ქველმოქმედებაში?.. ან ვის გააწვდენ და თანაც  დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო.

სამოქალაქო აქტივისტებს გადასცე და ერთ ყიჟინას ატეხს ეს ოცნება, უყურეთ, უყურეთ, რევოლუციას აფინანსებს ოპოზიციაო, ერთი სიყტვით, აღარ ვიცი, რა წყალს მივეცე, რა ვუყო ამ თანხას?. ჰოდა, თქვენ მოგმართავთ, მეგობრებო, მირჩიეთ,  გადავწყვიტოთ.“- წერს ნატო ჩხეიძე.

თქვენი კომენტარი?