MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ახლა პირდაპირ რომ ამბობენ, ეს ადამიანური შეცდომააო და არასამთავრობოებმა გამოიკვლიონ მიზეზიო, ეს ხომ პირდაპირ ემსახურება ტყუილის ტირაჟირებას და არა პრობლემის შესწავლას?”– ასე ეხმიანება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED)  წარმომადგენლების მიერ, საარჩევნო ოქმების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომის აღიარებას.

“თუ შეცდომის კვალიფიკაციას აძლევ სერიოზული გამოძიების გარეშე, შეცდომა ვის აინტერესებს ვინ დაუშვა, რობოტმა, ადამიანმა თუ კალკულატორმა? – ესაა დღეს საინტერესო ამ უაღრესად მგრძნობიარე საკითხთან დაკავშირებით და მეტი არაფერი?

მე მგონია, გამოსაძიებელია სწორედ ის, თუ რასთან გვაქვს საქმე და ის ვინც დღეს უაპელაციოდ აცხადებს, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა, ის არის ან მიკერძოებული ან თანამონაწილე”– წერს ნანა კაკბაძე.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER