ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ – ლევან ვარშალომიძე

408
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ვარშალომიძე, რომელიც მონაწილეობას იღებს პარტიის თავმჯდომარეობის ელექტრონულ არჩევნებში, გამარჯვებას  ულოცავს ნიკა მელიას.

“ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ! ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო!

ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება.“- წერს ვარშალომიძე.

ელექტრონული არჩევნები ფეისბუქზე მიმდინარეობს და წინასწარი მონაცემებით, ნიკა მელია დიდი უპირატესობით ლიდერობს ლევან ვარშალმიძესთან მიმართებაში, თუმცა როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, საბოლოო შედეგის დადებამდე, უნდა შემოწმდეს ფეისბუქ პროფილები, რომლითაც მოხდა ხმის მიცემა, რათა გამოირიცხოს ყალბი ანგარიშების არსებობა:

თქვენი კომენტარი?