რას წარმოვიდგენდი, ახლა მეორე ადამიანია ეს თვალთხარია რუსაპეტა, ვის დაკრულზეც ვცეკვავ – მეგი გოცირიძე

1697
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე ვირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“ახლა ისე მინდა გარეთ გასვლა და გასეირნება ლამის გავგიჟდე! ამ ქვეყნად ერთადერთი ადამიანი დედაჩემია, ვინც ცხრა საათის შემდეგ გარეთ არ მიშვებდა და სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ცხრამდე სულ თავ-პირის მტვრევით გავრბოდი სახლში ათის ხუთ წუთზეც ვერ მივიდოდი, ზუსტად ცხრაზე და მორჩა, ვეკითხებოდი, რატომ რვაზე არა ან ათზე მეთქი, ცხრაზე და მორჩაო მპასუხობდა.

გათხოვილი ვიყავი და ძლივს გადაეჩვია ცხრაზე დარეკვას და გარკვევას სახლში ვიყავი თუ არა, ახლა მეორე ადამიანია ეს თვალთხარია რუსაპეტა, ვის დაკრულზეც ვცეკვავ, ცხრაზე სახლში უნდა იყოვო მიბრძანა და მორჩა, ვეკითხები ათზე რატომ არა მეთქი ან რვაზე და არსაიდან ხმა, არსით ძახილი, თავი რო გაუხმეს ამ რუსაპეტას და რას წარმოვიდგენდი ამდენი წლის შემდეგ, დედაჩემის გარდა ვინმეს თუ მივცემდი იმის უფლებას, ცხრაზე სახლში გამოვემწყვდიე. ფეხების ბაკუნის სმაილი”- წერს გოცირიძე.

თქვენი კომენტარი?