“მინდა მივმართო ინგა გრიგოლიას, რომელმაც მოირგო კეთილი ფერიას როლი” – ინგა ხუბაშვილი

8410
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ეს გახლავთ ინგა ხუბაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, გადაცემა “რეაქცია”-ში გასული სიუჟეტის შემდეგ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და სოციალურად დაუცველი ბავშვების მშობლები არაეთიკურად მოიხსენია იმის გამო, რომ პატარებს კატლეტი ენატრებათ, რასაც ინგა გრიგოლიას აღშფოთება მოჰყვა.

ინგა გრიგოლიას პოსტს გამოეხმაურა ადრესატი, ინგა ხუბაშვილი, რომელიც წერს:

მინდა გამოვეხმაურო მათ, ვინც ჩემი დაწერილი პოსტის გამო უხერხულ სიტუაციაში  აღმოჩნდა! მართალია, ეს პოსტი ჩემი დაწერილია და სიმართლეა! უბრალოდ ერთი სიტყვა ბავშვი არ უნდა დამეწერა და პირდაპირ მშობლებისთვის მიმემართა!

მინდა მივმართო ინგა გრიგოლიას, რომელმაც მოირგო კეთილი ფერიას როლი და ბავშვებზე თემა ააგორა! ძალინ მაინტერესებს, თვეში რამდენი გაქვს ხელფასი? ხომ შეიძლება იმ ბავშვებისთვის ჩუმად გეყიდა, გაკეთება თუ იცი კატლეტის, გაგეკეთებინა ან მშობლისთვის ფული მიგეცა!

არა შენ ამას არ იზამ, იცი რატომ? შენ გაჭირვება არ გიგრძვნია, ჰოდა, სანამ ჩემზე რამეს დაწერ, იკითხე მაინც როგორი დედა ვარ, ბავშვებთან რა ურთიერთობა მაქვს! შენსავით სტუდიაში კი არ ვნახულობ ბავშვებს გადაცემის დროს, როცა ბოროტი ზღაპრების დადგმა გინდება.

იმ პატარებს მინდა გულში ვეხუტუნო და მოვეფერო, ვისაც შენ, ჩემი თავი ასე ცუდად გააცანი! მეტი რა გითხრა?!

კარგად გაგერკვია კახი კალაძეს სახელს რომ ახსენებ, იცი ეს ბინა როდის ვიყიდე? 23 წლის წინ და მარტო მე კი არა მთელ კორპუსს დაგვიკანონდა! შეეშვი ინტრიგნობას!

ჰო, კიდევ,  მეამაყება, რომ ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი”– წერს ინგა ხუბაშვილი.

ახლა კი წარმოგიდგენთ ინგა გრიგოლიას გამოხმაურებას იმ პოსტზე, რაც ინგა ხუიბაშვილმა, საკუთარ კედელზე დაწერა:

თქვენი კომენტარი?