MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

87 წლის ასაკში ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი, ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძემ მუშაობა თავდაპირველად დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად დაიწყო.

სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.

ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: “ყვავილი თოვლზე”, “თოჯინები იცინიან”, “პაპა გიგია”, “არაჩვეულებრივი გამოფენა” და ტელეფილმში “მზე ჭიქაში”.

1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი. 1967 -საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

ცნობისთვის, ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო ასევე ცნობილი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას დედა.

Multimedia.ge მწუხარებას გამოთქვამს ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER