ყურადღება! შეკითხვა: – ბონდო მძინარაშვილი

708
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ, ნიკა მელიას ფეისბუქ არჩევას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

დიდი ამბავი კი არ არის, მაგრამ კითხვებს ნამდვილად აჩენს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიამ გაიმარჯვა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში 20 779 ნაცსექტანტი მონაწილეობდა.

ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).

ყურადღება, შეკითხვა: რატომ მიიღო ნიკა მელიამ 13491 ხმა, თუკი მისი ფეისბუქგვერდი 165 903 ადამიანს მოსწონს?

გასაგებია, რომ მათ შორის ჟურნალისტებიც არიან, ვისაც სამუშაოდ სჭირდება პოლიტიკოსის გვერდზე გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაცია, მაგრამ მათაც და ვარშალომიძის მხარდამჭერებსაც თუ გამოვაკლებთ, მაინც 11-ჯერ ნაკლები გამოდის!

ყურადღება, მეორე შეკითხვა: თუკი ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიც პარტიის თავმჯდომარის არჩევაა, სულ რაღაც 20799 პარტიის წევრი და მხარდამჭერი მონაწილეობდა, როგორ მიიღო ამ პარტიამ 20-ჯერ მეტი ხმა არჩევნებში?

ჰოდა, ნაცსექტის ბელადები რომ ყელყელაობენ, ყველაზე ქუულ-პარტია ვართ და ნახეთ, როგორ ავირჩიეთ თავმჯდომარეო, სინამდვილეში ამ პროცესმა უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა და ნაცსექტის ბლეფიც გამოააშკარავა”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

თქვენი კომენტარი?