MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

თუ გავითვალისწინებთ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, რა ტენდენციებია და სად შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ სწრაფად არ ვიმოქმედეთ და ჩვენი პარტნიორები სწრაფად არ ჩაერივნენ, ჩვენ ამ მიმართულებით, რაც ბიძინა ივანიშვილის სცენარია, ნელ-ნელა მივდივართ საკმაოდ სერიოზული რუსული გავლენის ქვეშ.”– აცხადებს პარტია “ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

“ძალიან ბევრი ფაქტორია იმისა, რომ მიხვდე როგორი დამოკიდებული გახდი შენ ისევ რუსეთის ბაზარზე, ელექტროენერგია იქნება ეს, ღვინის გაყიდვა იქნება ეს, ანაკლიის პროექტის ჩავარდნა იქნება, თუ ამერიკელი ინვესტორების ინვესტიციების ექსპროპრიაცია, ამას ემატება ქვეყნის შიგნით კორუფცია, რაც არის პირდაპირი სქემა – ისეთივე მართვის სტრუქტურაა, როგორიც რუსეთშია, როცა ყველა გასვრილია და თავისუფალ აზრს კარგავ, იმიტომ, რომ თავისუფალი ადამიანები არ არიან და ამას დავამატოთ ფუნქცია – რა აქვს ქვეყანას ამ ვითარებაში, როდესაც რეგიონში სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში რუსული ბაზა განთავსდა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და როცა რუსეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი რაღაც ახალ ალიანსზე საუბრობენ, ამიტომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ თუ არ დავიწყეთ მოქმედება და რაც შეიძლება სწრაფად, უბრალოდ ძალა არ გვეყოფა, რომ ამდენ გამოწვევას გაუმკლავდე საერთაშორისოს და შიდას.”– წერს მამუკა ხაზარაძე.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER