კორეის რესპუბლიკამ საქართველოს 400 ათასი დოლარის ღირებულების სამედიცინო და ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

248
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კორეის რესპუბლიკამ კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, საქართელოს  400 000 დოლარის ოდენობის სამედიცინო და ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.

ამასთან დაკავშირებით, 28 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ცერემონიალი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროსა და კორეის საელჩოს დიპლომატები და საქართველოს ელჩი სეულში ოთარ ბერძენიშვილი (დისტანციურად).

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს მთავრობის  სახელით, მადლობა გადაუხადა კორეის მთავრობას პანდემიასთან ბრძოლის საქმეში საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც, ამ რთულ პერიოდში გამოიჩინა კორეის მხარემ.

თქვენი კომენტარი?