MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით) 3.5 თეთრით იზრდება.

თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.​​

სემეკ-ის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„თელასის“ სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის შემდეგი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი, ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი, ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი, ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან დენის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვისაც იზრდება.

სემეკ-ის დადგენილების პროექტით, ასევე 3,5 თეთრით იზრდება ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ის ჩათვლით) ასეთი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი, ახალი ტარიფი 17.731 თეთრი;

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი, ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი, ახალი ტარიფი – 26.227 თეთრი.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვის, დაახლოებით, 11 თეთრით მოიმატებს.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER