ეკა ხოფერია აფხაზეთის მთავრობის კულტურისა და განათლების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა

466
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლებას” განუცხადა. გთავაზობთ ინტერვიუს:

„ვფიქრობ, შემოთავაზების წინაპირობა იყო ის პროექტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად დავიწყეთ – “მე აფხაზეთისთვის”. მისი მიზანი იყო ახალი სახეების აღმოჩენა, მათზე დაწერა. მას შემდეგ რამდენიმე ხანში შემომთავაზა რუსლან აბაშიძემ ეს თანამდებობა. დავთანხმდი, რადგან რთული დროის და დიდი გამოწვევის მიუხედავად, მინდა გუნდთან ერთად ბევრი კარგი გავაკეთო. ჩემთვის აფხაზეთის თემა უცხო არ არის, რადგან ჩემი მშობლები არიან იქიდან და დღესაც მყავს აფხაზეთში ნათესავები. ცოტ-ცოტაც ჩემი ჟურნალისტური გამოცდილებიდან გამომდინარე ყველა თემასთან დაკავშირებით მქონდა შეხება და მონდომებული ვარ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ“.

– აპირებთ თუ არა საკადრო ცვლილებებს ან გუნდში ახალი წევრების აყვანას?

„რამდენიმე დეპარტამენტია სამინისტროში, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს. დანარჩენი უნდა მივიდე, გავეცნო სიტუაციას და ამაზე ახლა საუბარი ჩემი მხრიდან ზედაპირული იქნება. მივალ დღეს, გავეცნობი და დანარჩენი არის უკვე სამუშაო პროცესი. მთავარია, მოვინდომოთ და ბევრი რამ ერთად გამოგვივა“, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან ეკა ხოფერია.

მისივე თქმით, ჟურნალ „სითის“, რომელსაც ეკა ხოფერია 11 წელი უძღვებოდა, მისი და თეა ხოფერია უხელმძღვანელებს. ეკა ხოფერიას განცხადებით, სულ მალე მივა სამინისტროში, სადაც თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგენენ.

 

თქვენი კომენტარი?