დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მე და ალეკო ფარულად ვხვდებით “ქართულ ოცნებას – ლევან იოსელიანი

496
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “მოქალაქეები”-ს გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი, “მთავარი არხი”-ს მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვთ ისინი “ქართულ ოცნებასთან” ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

“დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მე და ალეკო ფარულად ვხვდებით “ქართულ ოცნებას”, სადაც ის გვთავაზობს წინადადებას, რომლის მიხედვითაც თუ ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 48% – ზე ნაკლებს აიღებს, დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს.

ძალიან მაგარი იდეაა, ოღონდ სამწუხაროდ ჩვენ არ გვეკუთვნის, და არც არვინ დაგვლაპარაკებია ხელისუფლებიდან ამ პირობაზე. მგონია რომ თუ რაიმე შანსი გვაქვს ოპოზიციას, რომ ეს პირობა წამოვიღოთ საარჩევნო რეფორმასთან ერთად, თავი არ უნდა დავზოგოთ არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ.

P.S –  აბა დაფიქრდით ამ იდეას კონსპირაცია რაში სჭირდება, ეს ხომ ოპოზიციის წარმატებას ნიშნავს მოლაპარაკებებზე და 2021 წელს ხელისუფლების მარცხს.”– წერს ლევან

თქვენი კომენტარი?