თბილისისა და გორის საქალაქო სასამართლოებს ახალი თავმჯდომარეები ჰყავს

222
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა. გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო. ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეც აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა კაკაურიძე 5 წლით იმუშავებს.

დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ამირან ძაბუნიძე დაინიშნა.

თქვენი კომენტარი?