“კომედი გრუპი”-ს ნაწილი “რუსთავი2”-ს ტოვებს

1439
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“კომედი გრუპი”-ს შემადგენლობის ნაწილი “რუსთავი2”-ს ტოვებს და “ფორმულა”-ზე გადადის. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ არხიდან მიდიან: ნიკა არაბიძე და ალეკო მალხაზიშვილი.

კითხვაზე, რა გახდა ტელევიზიის დატოვების მიზეზი, ალეკო მალხაზიშვილი ამბობს, რომ ეს არ უკავშირდება არც ცენზურას და არც უკეთეს ფინანსურ შეთავაზებას, პირიქით, მადლობის მეტი არაფერი ეთქმით “რუსთავი2”-ს ხელმძღვანელობის მიმართ.

როგორც ცნობილია “ფორმულა”-ზე გადავა გადაცემები: “გააცინე და მოიგე”, “კომედი შოუ”, “ანეკდოტების შოუ” და “ნიკა არაბიძის შოუ”.  რაც ეხება გადაცემას “ფარული კონვერტი”, რომელსაც ასევე “კომედი გრუპი” ამზადებს, ის რჩება “რუსთავი2”-ზე.

თქვენი კომენტარი?