MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.

მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„საქართველოს  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ახლად დამტკიცებულ მთავრობას  ვულოცავ  პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას.

შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან მუშაობას  აშშ – საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის  გაძლიერების მიმართულებით“, – ნათქვამია მილოცვაში.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER