MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს სიით გასული დეპუტატი ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საკანონმდებლო ორგანოდან ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა. ქარდავას თქმით, ის უარს ამბობს დეპუტატის ხელფასზე და ამის დასტურად, პარლამენტის აპარატის უფროსის სახელზე გაგზავნილ წერილს აქვეყნებს:

“კობახიძეზე დაყრდნობით, მედიამ მამცნო, რომ თურმე ხელფასი მომითხოვია… 
ისე, ძალიან უცნაურ ქვეყანაში კი ვცხოვრობთ… მაგრამ ფაქტია, ირაკლის რამსები ერევა. ხელფასი იქცა პოლიტიკური პინგპონგის იარაღად… ესეც ამ ხელისუფლების უნიჭობის მორიგი დასტურია.

პატივცემულებო, ბაჩუკი ქარდავა არ არის და არც არასოდეს იქნება არალეგიტიმური პარლამენტის წევრი. რაც შეეხება ხელფასს, მე ხელფას არ ავიღებ, მაგრამ თუ მომიწევდა და სხვა მოცემულობაში ის ჩემს ხელთ აღმოჩნდებოდა, საგაზაფხულო მწვავე საპროტესტო აქციებისთვის გამოვიყენებდი, აუცილებლად ამ ფულით შევიძენდი ჩემს მიერ უკვე შეკვეთილ ტექნიკურ აღჭურვილობას, მეგაფონებს და საწვიმარს, ე.წ. პლაშოვკებს ლამაზი წარწერით: არა ივანიშვილის რეჟიმს! ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს!”– წერს ქარდავა,

RADIO24-BANNER