“ქართულ მარშში” სრული რეორგანიზაცია მიმდინარეობს

424
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტიკურ გაერთიანება “ქართულ მარშში” რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ პარტიის ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს ფეისბუქში:

“ქართულმა მარშმა” გამოაცხადა სრული რეორგანიზაცია, მიუხედავად არჩევნების ტოტალური გაყალბებისა, მაინც იმედგაცრუებული ვართ პარტიის ზოგიერთი რგოლის და რაიონული ორგანიზაციის მუშაობით, ამიტომ უნდა განხორციელდეს ძველის ახლით ჩანაცვლების პროცესი, რაც პარტიის გაძლიერებას ემსახურება.

ყველას ვთხოვ, გაგებით მოეკიდის ამ მოვლენას,მესმის რომ რეორგანიზაცია მტკივნეული პროცესია,მაგრამ აუცილებელი. “ქართული მარში”-ს ყველა ლიდერი პარტიის შემადგენლობაში რჩება, ვქმნით თვისობრივად ახალ პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც დამყარებული იქნება კონსერვატორული იდეოლოგიის ინტელექტუალურად წარმოჩენაზე, ამიტომ სამომავლოდ აქცენტი გაკეთდება წიგნიერ-განათლებულ პერსონებზე, შეიცვლება პარტიის მმართველი პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, სტრუქტურა,სტრატეგია და ტაქტიკა, მიუხედავად დიდი წუხილისა-მათთან ვინც არჩევნებში მუშაობის შედეგად იმედები გაგვიცრუა-მოგვიწევს დამშვიდობება.

კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვ,რომ გაგებით მოეკიდოს ამ პროცესს,ღირსეულად მიიღოს მარშის გადაწყვეტილებები და იპოვოს თავისი მომავალი. აბსოლუტურად ყველას, ვისაც გავუშვებთ-ვუსურვებ წარმატებებს, ქართული მარშის წევრებს კი გამძლეობას და მომავალ გამარჯვებებს უფალი ფარავდეს საქართველოს ეროვნულ მოძრაობას

P.S. იანვრში “ქართული მარში”-ს ლიდერები მიემგზავრებიან უცხოეთში,შედგება სერიოზული შეხვედრები ევროპარლანტის დეპუტატებთან და კონსერვატორული იდეოლოგიის პარტიების ლიდერებთან.იანვრის ბოლოს რეორგანიზაცია დამთავრდება და ვიწყებთ აქტიურ მოქმედებებს”– წერს სანდრო ბრეგაძე.

თქვენი კომენტარი?