უცხოელი ლიდერები არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავენ

980
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იარივ ლევინი არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს:

 „მოხარული ვარ, მოგილოცოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევა. გისურვებთ წარმატებებს საქართველოს პარლამენტის და ქართველი ხალხის სასიკეთოდ“. აღნიშნულია მისალოც წერილში.

არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ასევე ულოცავს ავსტრიელი კოლეგა:

„გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას და მოხარული ვარ ჩვენი თანამშრომლობით“, – აღნიშნავს ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ მისალოც წერილში.

საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურმა მდივანმა მარტინ ჩუნგონგმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა:

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას. წარმატებას გისურვებთ ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაში. მოუთმენლად ველი ერთობლივ მუშაობასა და საპარლამენტთაშორისო კავშირსა და თქვენ პარლამენტს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“.– აღნიშნულია წერილში.

„გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას. დარწმუნებული ვარ, თქვენი ფართოდ აღიარებული პოლიტიკური და ადამიანური უნარები მნიშვნელოვანი იქნება ამ საპასუხისმგებლო საქმეში“, – აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ მისალოც წერილში.

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა:

„თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის წევრებისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელმეორედ არჩევას. გულით მწამს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხების წარმომადგენლებს – თურქეთის დიდ ეროვნული ასამბლეასა და საქართველოს პარლამენტს – შორის არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა“ – ნათქვამია მისალოც წერილში.

ლატვიის პარლამენტის (საეიმას) თავმჯდომარე ინარა მურნიეცე არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას ულოცავს:

 „ნება მომეცით, გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მოლოცვა თქვენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი ჩვენ პარლამენტებს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგის განვითარებას“.- ნათქვამია მისალოც წერილში.

თქვენი კომენტარი?