“ფარული კონვერტი” თავის დროზე არ გადავიდა “მთავარზე” და არც ახლა გადავა “ფორმულა”-ზე – ია ფარულავა

622
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

როგორც უკვე ცნობილია, “კომედი გრუპი”-ს შემადგენლობის ნაწილი ტელეარხ “ფორმულა”-ზე გადადის, თუმცა გადაცემა “ფარული კონვერტი” კვლავ “რუსთავი2”-ზე რჩება. ამასთან დაკავშირებით წამყვანი ია ფარულავა წერს:

“გადაცემა “ფარული კონვერტი” თავის დროზე არ გადავიდა “მთავარზე” და არც ახლა გადავა “ფორმულა”-ზე. არც არავის უთხოვია და არც არავის დაუძალებია. დიდი მადლობა ამისთვის ( სახელებს არ დავწერ)

გადაცემამ გაუძლო უდიდეს შემოტევებს კონკურენტი არხების მილიონიანი პროექტებისაგან და შეინარჩუნა რეიტინგი და ყურებადობა. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის ერთგულო მაყურებელო

“ფარული კონვერტი” დაიბადა ვანო ჯავახიშვილის ხელში. მან იბრძოლა, რომ ია ფარულავას ჰქონოდა გადაცემა “რუსთავი 2″- ზე და კბილებით გაიტანა თავისი, მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა (ვინ,რატომ, რისთვის და როგორ…ამას აღარ აქვს მნიშვნელობა) დიდი მადლობა ვანო ამისთვის”– წერს ია ფარულავა,

თქვენი კომენტარი?