გორის ბაზარში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

215
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზორბაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს:

“ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაუყოვნებლივ დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმესაათიანი, უწყვეტი მუშაობის შედეგად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ადგილზე იმუოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, რომლიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, ყველა შესაბამისი სამსახური. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.”- ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

თქვენი კომენტარი?