MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ვინაიდან ახალი წელია, ვეცდებით სახალისო პოსტებითაც გავახალისოთ ჩვენი მკითხველი და წარმოგიდგენთ ექიმ ნინო ნადირაძის ფეისბუქ პოსტს, რომელმაც 6000-მდე მოწონება დაიმსახურა.

საქმე კი იმაშია, რომ შარშან, 2020 წლის აღსანიშნავად, მისმა მეუღლე გუგა კოზანოვმა ფოიერვერკი უკუღმა დაიჭირა და ისე გაისროლა, ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მაყურებელიც მეტად გაამხიარულა.

ამ წელს კი ნინო ნადირაძე კვლავ აპირებს პირდაპირი ეთერი ჩართოს, ამჯერად მაინც როგორ გაისვრის გუგა კუზანოვი ფოიერვერკს:

“მეგობრებო და არამეგობრებო, დღეს ზუსტად 00:00 ჩავრთავ გუგას გასროლის ლაივს და ვილოცოთ, რომ სწორად ისროლოს”– წერს ნინო ნადირაძე.

იხილეთ გუგა კუზანოვის შარშანდელი მარცხის ვიდეო:

RADIO24-BANNER