ბოდიშს ვითხოვ წინასაახალწლოდ ამ მძიმე პოსტისთვის, მაგრამ წარმოიდგინეთ რა დღეში ჩააგდეს ადამიანი – ერეკლე კუხიანიძე

780
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე, ეხმიანება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ლევან ღვინჯილიას გათავისუფლების შესახებ.

“აი რა ნაძირალა არაკაცი უნდა იყო, რომ 70 წელს მიღწეული დამსახურებული პროფესიონალი ახალი წლის წინა დღეს მოხსნა სამსახურიდან?

რუსლან აბაშიძე! – გაუნათლებელი გაყოყლოჩინებული ხეპრე, რომელმაც ყველასთვის ცნობილი გზებით მიაღწია თანამდებობას, ბედავს და 30 დეკემბერს წერს ბრძანებას ლევან ღვინჯილიას გათავისუფლებაზე, ადამიანისა რომელსაც აუწონავი ღვაწლი აქვს გაღებული ქართული ხალხური შემოქმედების და არა მარტო, შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.

და მის მაგივრად მოყავს თავისი ახლობელი, სრულიად შეუფერებელი ამ საქმისთვის. ეს არის სამარცხვინო ნეპოტიზმი და ადამიანის ღირსების მასხრად აგდება.

ბოდიშს ვითხოვ წინასაახალწლოდ ამ მძიმე პოსტისთვის, მაგრამ წარმოიდგინეთ რა დღეში ჩააგდეს ადამიანი ვისაც ესეთი უსინდისობა გაუკეთა.”– წერს ერეკლე კუხიანიძე.

ამ თემაზე:

ლევან ღვინჯილია თანამდებობიდან გაათავისუფლეს

თქვენი კომენტარი?