MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

თამარ ჩერგოლეიშვილის პოლიტიკური რეცეპტი:

“იმისათვის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი ინტერესებისთვის სააკაშვილის გამოყენება ვერ შეძლოს, დემოკრატიული ოპოზიციის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომ საპროტესტო ელექტორატის გამაერთიანებელ საკითხებზე მოახდინოს ფოკუსირება, დღის წესრიგი უკმაყოფილო ამომრჩევლის გამაერთიანებელ ინტერესებს მოარგოს და დამხლეჩი თემები, მიუხედავად იმისა, რა ზომის პარტია ლობირებს, უკან გასწიოს. ნაციონალური მოძრაობა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არასაკმარისი.

იმისთვის, რომ ბოიკოტმა შედეგი მოიტანოს, ოპოზიციამ პოლიტიკურ პროცესში იმ ხალხის მონაწილეობაც უნდა უზრუნველყოს, ვისაც ერთპიროვნული მმართველობა არც ივანიშვილის უნდა და არც სააკაშვილისა. ასეთ ადამიანებს ოპოზიციის მხრიდან დარწმუნება სჭირდებათ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ სააკაშვილის შეკავების და გაწონასწორების უნარი და ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიცია სააკაშვილის ერთპიროვნულ მმართველობას არ ნიშნავს”.- წერს ჩერგოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER