დაუდიათ ზაზა სარალიძის ფოტო ფეისბუქზე და მიუწერიათ, მართლა ასე უცნაურად აზროვნებთ თუ  უბრალოდ პოზას იჭერთ? – ბაკურ სვანიძე

247
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის პოსტი სოციალურ ქსელში.

“მართლა გადამრევს ზოგი რა! დაუდიათ ზაზა სარალიძის ფოტო ფეისბუქზე და მიუწერიათ – “როგორ მეცოდება! უნდა იჯდეს ასე შვილმოკლული მამა პარლამენტში და უსმინოს შინიგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ვერ ეუბნება ვინ არის მისი შვილის მკვლელი. არადა ერთი წელი გავიდა უკვე!” 

მართლა ასე უცნაურად აზროვნებთ თუ  უბრალოდ პოზას იჭერთ? იყო დრო, უახლოეს წარსულში, სხვათა შორის შვილმოკლული მამები და დედები პარლამენტში დასხდებოდნენ და მინისტრს მოუსმენდნენ კი არა,სახლიდან გამოსვლაც კი ძალიან საშიში იყო მათთვის! და მათი შვილების მკვლელები უბრალოდ “არასწორი ბრალდებით” კი არა იყვნენ გასამართლებული, არამედ “გულაობდნენ” და ცინიკურად იქცეოდნენ! მათ შვილებს კი მილიონ სიბინძურეს ტენიდნენ ადა აბრალებდნენ!  “პაჩკა-პაჩკად” გაანადგურეს ოჯახები, თან ისეთი, ვისაც შვილები პოლიციის მაღალჩინოსნებმა მოუკლეს! შვილმოკლული მამა რომ პარლამენტში ზის, ეს არის სწორედ პლიუსი! და თან მისი შვილი ქუჩაში ჯგუფური ჩხუბის შედეგად მოკლეს! და ასეთი ტიპის

გაუხსნელი მკვლელობები უამრავია მსოფლიოში! “ქუჩაში დავინახე ზაზა და თვალი ვერ გავუსწორე!” ქვითინებენ კომენტარებში! რატომ ვერ გაუსწორე? იმიტომ, რომ არიქა და მთელი ქვეყანა არ დავაქციეთ მის გვერდით მყოფი მანიაკების მოთხოვნით? რა პოზაა ეს? გულისამრევები რომ ხართ ხვდებით? ამ საქმეზე 8 ადამიანი ციხეშია! გენერალური პროკურორი გადამდგარია! საგანაგებო კომისია შექმნილია! გამოძიება ჯერაც მიმდინარეობს! და ვაიმე, “თვალს ვერ უსწორებთ”?  წადით მაშინ და ირინა ენუქიძის საფლავს 
გაუსწორეთ თვალი! და ია მეტრეველს  ხომ უსწორებთ თვალს, მისი შვილის მკვლელობის თანამონაწილეები აქეთ რომ აგინებენ და ათას სიბინძურეს სწამებენ?  ყველაზე მეტად სწორედ პოზიორებს ვერ ვიტან!”– წერს ბაკურ სვანიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE