კაპიტოლიუმში ეროვნული გვარდია გამოიძახეს

448
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ტრამპი არის ჩემი პრეზიდენტი” – ამ და სხვა ლოზუნგებით, ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის (კონგრესის) შენობაში შეიჭრნენ. ფოტოებში ჩანს, რომ მათ იარაღი აქვთ, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ დაიჭრა ერთი ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

თეთრი სახლის პრეს-მდივნის ცნობით, ვითარების განმუხტვის მიზნით, პრეზიდენტის დავალებით გამოძახებულია ეროვნული გვარდია.

ტრამპმა მის მომხმარეებს სოციალური ქსელით ცოტა ხნის წინ მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

თქვენი კომენტარი?