MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

რატომ არ წაიკითხეს საშობაო ეპისტოლე და რატომ არ გამოქვეყნდა ტექსტური ვერსია?  – ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ამის მიზეზი პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილია, რომელიც ავად არის და რეალურად, ის განაგებს საპატრიარქოს, სწორედ ამის გამო არ მოხდა ეპისტოლეს ტექსტის შედგენა-გამოქვეყნება.

მადლობა კორონას რადგან ცხდჰყო ის, რასაც ვერ ხედავდნენ, ვისაც თვალნი ჰქონდა და არ ესმოდათ , ვისაც ყური ჰქონდა.

ანუ, ვიღაცას სურს იმაში დაგვარწმუნოს, რომ მის უწმინდესობას, რომელსაც 43 წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაურღვევია ეპისტოლეს ტრადიცია, საკუთარი მრევლისთვის, ქვეყნისთვის და მხედრობისთვის არაფერი ჰქონდა სათქმელი?

უძლურებას ვერ დავწამებთ – ლიტურღია ჩაატარა და ამ დროს არც იქადაგა?
რეალობა კი ეს არის, რაც არავის (!) სჯეროდა – მდივან რეფერანტის უძლურება – ავად ყოფნა. დიახ, არ სჯეროდათ, რომ წლებია არა თუ საპატრიარქოს – ეკლესიას მართავს შორენა თეთრუაშვილი.

დიახ, ის არის უპირველესი იერარქი და ხომ ხედავთ, მან რომ ვერ გადაიკითხა, დაწერა, ჩაასწორა ეპისტოლე, ამიტომ არც კი გამოქვეყნებულა. (ოდესმე გამოაქვეყნებენ უაზრო მიზეზის მოშველიებით) ხომ ხოვდებით, რომ წლების განმავლობაში ჩვენ რეალურად შორენას ეპისტოლეებს გვიკითხავდნენ. თუმცა რა გასაკვირია, ათონის მთაზეც კი მას ქალბატონ პატრიარქად მოიხსენიებენ.

სრული სისულელეა იმაზე საუბარი – თეოლოგების ეპისტოლეს ვერ უპასუხესო. ან რატომ უნდა ეპასუხათ? საერთოდ სხვადასხვა რამ არის. თეოლოგებმა ერთად აკინძეს ის ტკივილი და მანკიერება რაც არის ეკლესიაში და ამ ფაქტებზე ოდესმე ჰქონია რეაგირება საპატრიარქოს, რაღა ეპისტოლეში უნდა გაეცათ პასუხი?

ფაქტი უფრო მძიმეა თუ სწორად გავიაზრებთ. დასტურია იმისი, თუ ვინ იყო ბოლო ორმოცი წელი საქართველოს ეკლესიის რეალური მმართველი. ეს სრულებითაც არ აკნინებს თავად პატრიარქის უამრავ კეთილ საქმეს, მაგრამ აშიშვლებს ეკლესიას, რომელიც არაკანონიკურად იმართება.  ფრიად სამწუხაროა.”– წერს გოჩა მირცხულავა.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის თვითიზოლაციაშია.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER