ხმაური რუსთავი-თბილისის გზაზე – მოსახლეობამ ავტობანი გადაკეტა (ვიდეო)

510
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ცოტა ხნის წინ, ფონიჭალის მოსახლეობამ თბილისი-რუსთავის ცენტრალური გზა გადაკეტა. როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, უკვე მერამდენე დღეა მათ ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ და სწორედ ამ მიზეზით მართავენ აქციას.

მისივე თქმით, კომპანია “თბილისის ენერჯი”-ს წარმომადგენლები მერამდენე დღეა ატარებენ სამუშაოებს, თუმცა გაზის მიწოდება ამ დრომდე არ მომხდარა. აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა მონაწილეებსა და ავტომანქანის მფოლებელებს შორის, რომლებიც გზის გადაკეტვის გამო გადაადგილებს ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს დაპირისპირება მოხდა და სწორედ ამის შემდეგ გაიხსნა სავალი გზა.

თქვენი კომენტარი?