ტრამპი და სააკაშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: ორივე მზადაა საკუთარი ძალაუფლების გულისათვის გაწიროს ქვეყანაც და ხალხიც – ირაკლი კაკაბაძე

526
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტრამპი და სააკაშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: ორივე მზადაა საკუთარი ძალაუფლების გულისათვის გაწიროს ქვეყანაც და ხალხიც.”– ასე ეხმიანება მწერალი ირაკლი კაკაბაძე 6 იანვარს, კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შენობაში შეიჭრნენ, რასაც საბოლოოდ 4 ადამიანი ემსხვერპლა.

“ორივე აქეზებს ხალხს წადით, ძალადობა ჩაიდინეთ და მერე მეც მოვალო. და არც ერთი არ მოდის მერე. ორივე მშიშარაა. დღეს რაც ვაშინგტონში მოხდა, ეს იყო ტერორისტული შეტევა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესზე. ამის ორგანიზატორები მკაცრად დაისჯებიან. ძალადობა მკაცრად დაისჯება.

ტრამპი ჩაფლავდა, ისევე როგორც მისი სულიერი ძმა, სააკაშვილი. ყველა მოძალადე ავტოკრატი თუ ხლისტოკრატი ასევე ჩაფლავდება. იმარჯვებს არა ის, ვინც ძალაუფლებისთვის იბრძვის, არამედ ის, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის.
წერს ირაკლი კაკაბაძე.

თქვენი კომენტარი?