გუშინ დავინახეთ, რომ ის რითაც სააკაშვილი 2012 წლის შემდეგ ამაყობდა ტყუილი აღმოჩნდა – დავით ჩიხელიძე

484
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ჩიხელიძე – დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი.

“პირველად 1814 წლის შემდეგ, კაპიტოლიუმზე თავდასხმა განხორციელდა, რაც ნათლად ასახავს გუშინდელი დღის მნიშვნელობას, ამერიკის შეერთებული შტატების საკითხებში კომპეტენტური არ ვარ, შესაბამისად სიღრმისეული ანალიზისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას გამართლება არ აქვს, იქნება ეს ა.შ.შ -ში, საქართველოში თუ ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში.

ჩვენთვის საინტერესო მოვლენები კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე განვითარდა, სენატორმა ჯინ შაჰინმა, სიტყვით გამოსვლის დროს, გაიხსენა საქართველოში 2012 წელს განვითარებული მოვლენები და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირადად შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა/დათმობა.

„არა არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს“  – გუშინ დავინახეთ, რომ ის რითაც სააკაშვილი 2012 წლის შემდეგ ამაყობდა ტყუილი აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა სააკაშვილის მიდრეკილება ძალადობისა და დიქტატურისადმი. მიშასთვის ხელისფლების მშვიდობიანი გადაცემა, რომ მხოლოდ „გეგმა ბ“ იყო ნათლად ჩანს არჩევნების დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცახდებებში, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთხმად აცხადებდნენ, რომ პარლამენტში კვლავ უმრავლესობით იქნებოდნენ წარმოდგენილნი.

ის რომ 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა განხორციელდა, არა სააკაშვილის, არამედ პირველ რიგში ქართველი ხალხის და საქართველოს სტრატეგიული, ერთგული მეგობრების დამსახურებაა”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?