MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

19 წლის მიშო ახლოურის მკვლელობასთან დაკავშირებით გარდაცვლილის მამა პირველ კომენTარს აკეთებს და ამბობს, რომ მომხდარი ტრაგედია იყო უბედური შემთხვევა და არა განზრახ მკვლელობა.

ის ასევე ამბობს, რომ მის შვილს არცთუ დიდი ჭრილობა ჰქონდა და კლინიკაში გადაყვანისას მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. გარდაცვლილის მამა ასევე აცხადებს, რომ გამომძიებლებმა, ექიმებს პირველადი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მანამ არ მისცეს, სანამ დაჭრილი არ გამოკითხეს, სწორედ დაგვიანებულ ჩარევას მოჰყვა სასიკვდილო შედეგი, ამბობს მიშო ახლოურის მამა.

შეგხსენებთ შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, 19 წლის მიშო ახლოური მისმა 21 წლის ძმამ ცივი იარათით დაჭრა, თუმცა საბოლოოდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაკავებული ამბობს, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია და ეს იყო შემთხვევითობა.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER