ნოვოსიბირსკის თეატრი, ნინო ანანიაშვილს კონტრაქტს უჩერებს

3132
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი, ქალაქ ნოვოსიბირსკის საბალეტო თეატრის დასს უხელმძღვანელებს, ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ წინამსწრებად გასაჯაროებული დეტალების გამო, ისინი აჩერებენ კონტრაქტს და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც იანვრის შუა რიცხვებში სამხატვრო ხელმძღვანელისა და ნინო ანანიაშვილის შეხვედრა შედგება, სადაც მოხდება ცალკეული საკითხების დაზუსტება.

“რამდენიმე მედიაში გამოქვეყნდა, რომ ნინა ანანიაშვილი NOVAT-ის საბალეტო დასის  ხელმძღვანელის პოსტზე იყო მიწვეული. თეატრის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის ოფიციალურ წარდგენამდე ლიდერის სახელის გაჟღერება უკიდურესი უპატივცემულობაა, ამიტომ უნდა შევაჩეროთ კონტრაქტი, რომელიც გაფორმებულია ხელოვანთან, სანამ არ გავარკვევთ ამ ინფორმაციის ყველა გარემოებას.

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება იანვრის შუა რიცხვებში NOVAT-ის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანისა და ნინა ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ.”- ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?