ეკა ბესელიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდეს

2210
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ ჩამოშორდეს სახელისუფლებო მმართველობის კულუარებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

“მე ვიცი, რომ დისტანცირება გადაწყვეტილი აქვს და შეეშვას ქვეყნის მართვას, ასე არ შეიძლება, ეს დიდხანს ვერ ძლებს და ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ სჯობს, თუ გადაწყვეტილი აქვს და მეც ეს ინფორმაცია მაქვს, რომ წავიდეს და თავის საქმეებს მიხედოს, ამ ქვეყნის მართვა უნდა მოხდეს ინსტიტუტებით”– განაცხადა ეკა ბესელიამ.

თქვენი კომენტარი?