“ლიბერალიზმის” სახელით ჩადენილი ბოლშევიკური საქციელი ორმაგად მიუღებელი და საშიშია – გიორგი ბარამიძე

594
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ლიბერალიზმის” სახელით ჩადენილი ბოლშევიკური საქციელი ორმაგად მიუღებელი და საშიშია, Twitter & Facebook”- ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის, სოციალურ ქსელებში დაბლოკვის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ეს არის ლიბერალიზმის სახელით ჩადენილი ბოლშევიკური საქციელი.

“დემოკრატია და დემოკრატიული პრინციპი ისაა სწორედ, რომ უმრავლესობისთვის მიუღებელ აზრს (თუ ის პირდაპირ ძალადობის ან ქსენეფობიურ, ჰომოფობიური არაა), არსებობის არა თუ უფლება აქვს არამედ ამ აზრის გამოხატვის თავისუფლებაც უნდა იყოს დაცული.
სახელმწიფომ პირველ რიგში და იმ კერძო სტრუქტურებმა, რომლებსაც დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე მოქმედების პრეტენზია აქვთ ეს უნდა გაითვალისწინონ, თუ არა და ისინი პოლიტიკაში ჩაბმულები აღმოჩნდებიან.”- წერს გიორგი ბარამიძე.
თქვენი კომენტარი?