MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე მედიასაშუალებამ ახალ ამბად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე გაავრცელა.

ცოტა ხნის წინ მსახიობმა ბესო ბერულაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თემურ წიკლაური ცოცხალია და ინტერნეტით ტყუილი გავრცელდა.

“ხალხო თემურ წიკლაური ცოცხალია და ღვთის წყალობით გადარჩება კიდეც.
ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ”- წერს ბესო ბერულაშვილი.

გავრცელებულ ინფორმაციას ასევე გამოეხმაურა მომღერლის შვილიშვილი:
“მეგობრებო, ვინც პოსტავს ბაბუაჩემ თემურ წიკლაურზე რომ გარდაიცვალაო არის სრული ტყუილი და სისულელე. არ დაიჯეროთ ეს მახინჯი ჭორი რომელიც ამწამს გავრცელდა. ახლა ველაპარაკეთ ექიმს და ცოცხალია და სტაბილურ მდგომარეობაში არის. ყველაფერი კარგად იქნება”– წერს ანდრო გოგიბედაშვილი.
თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER