MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

მე ვარ გიორგი ლაღიძე, ვებ პორტალ MULTIMEDIA.GE-ს დამფუძნებელი. სულ მეორედ ვიყენებ საკუთარ პლატფორმას მოსაზრების ან პოზიციის გამოსახატად, რაც ზოგადად არ მჩვევია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. მსურს ვისაუბრო ფეისბუქის ბოლოდროინდელ ქმედებებზე, რამაც უკვე პანიკური და სადამსჯელო სახე მიიღო.

თავშივე უნდა აღვნიშნო, რომ “ფეისბუქს” ა(ღ)რაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან და ეს არის კონკრეტული ადამიანების ჯგუფის ხელში არსებული იარაღი სასურველი პოლიტიკური თუ სოციალური ამინდის შესაქმნელად.

ამ თვეში, უკვე მეორედ, ფეისბუქმა გამითიშა პირადი გვერდი მიზეზით, თითქოს ვარღვევ მათ წესებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ  მასალებს ვაზიარებ საიტის ოფიციალურ გვერდზე.

პროფილების დაბლოკვამ უკვე ისტერიკული და პანიკური ხასიათი მიიღო, ბლოკავენ ყველას და ყველაფერს, რაც მათი თვალთახედვით მიუღებელია, თუმცა არცერთი პოსტი ან ინფორმაცია, რაც კი გამიზიარებია, არ შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რაც შესაძლოა საფრთხისშემცველი ყოფილიყო საზოგადოებისთვის.

ვფიქრობ, მსოფლიოს ის ნაწილი, ვინც არ ეთანხმება ფეისბუქის ფაშისტურ პოლიტიკას, უნდა შექმნას ახალი, თავისუფალი პლატფორმა, რომელიც ფეისბუქს და მასთან დაკავშირებულ სხვა ქსელებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

მე კი, ჩემის მხრივ ვეცდები ვნახო ისეთი პლატფორმა, სადაც შევძლებ თავისუფალ ურთიერთობას მეგობრებთან და ჩემი ვებ საიტის მკითხველებთან.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER