ჩემი აზრით, ეს უფრო ნაღდ წასვლას ჰგავს, მაგრამ ახლა მთავარი კითხვა ასე ჟღერს.. – მერაბ მეტრეველი

1647
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მერაბ მეტრეველის პოზიცია, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლასთან დაკავშირებით:

ახლა იმის შესახებ, ნაღდად წავიდა, თუ ისევ გვატყუებს. ჩემი აზრით, ეს უფრო ნაღდ წასვლას ჰგავს.

მარტო იმიტომ არა, რომ პირველი წასვლის დროს თქვა, პოლიტიკიდან მივდივარ, მაგრამ სამოქალაქო სექტორში ვრჩები, აქედან ვიაქტიურებო და ახლა ამბობს, სახლში მივდივარ, აღარაფერი მაინტერსებსო.

უფრო იმიტომ, რომ ორჯერ ერთი და იგვე სისულელეის გაკეთება ბიძინასთვისაც ნამეტანია, ამიტომ სავარაუდოდოდ, ამ წასვლაზე უფრო მეტს იფიქრებდა.
ზოგადად, პოლიტიკაში მისი მოსვლაც და ყველა შემდგომი ქმედება, სააკშვილის პერსონას უკავშირდებოდა და უკავშირდება.

როცა პოლიტიკაში მოვიდა, არც დაუმალავს, რომ მისი მიზანი მხოლოდ სააკაშვილის გაშვება იყო და მეტი არაფერი.

პირველივე წერილში დაწერა, მიშას მოგაშრებთ და ორ-სამ წელიწადში მეც წავალო.
პირველი წასვლა ამ პირობის შესრულების მცდელობა იყო.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე გადაწყვიტა, რომ სააკაშვილი საბოლოოდ განეიტრალებული იყო და შეიძლებოდა წასვლა, მაგრამ მერე აღმოაჩინა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე.

რატომღაც ჩათვალა, რომ სააკშვილის დაბრუნების შანსი არსებობდა და თვითონაც უნდა შემობრუნებულიყო.

ახლა, მას მერე, რაც „ოცნება“ მესამე ვადით დარჩა ხელისუფლებაში, მას კვლავ გაუჩნდა განცდა, რომ სააკაშვილი საბოლოოდაა განეიტრალებული და მისი მობრუნების შანსი აღარ არსებობს. სხვა შემთხვევასი არ წავიდოდა
რატომაა ამაში დარწმუნებული, ვერ გეტყვით.

ახლა მთავარი კითხვა ასე ჟღერს: რა მოხდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს, ისევ ჩათვლის, რომ სააკაშვილის მობრუნების შანსი გაიზარდა?”– წერს მერაბ მეტრეველი.

თქვენი კომენტარი?