უახლოეს 4-5 წელიწადში “ქართულ ოცნებას” არაფერი არ მოუვა, ქართული საზოგადოება მას ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს – ბიძინა ივანიშვილი

429
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“უახლოეს 4-5 წელიწადში “ქართულ ოცნებას” არაფერი არ მოუვა, ქართული საზოგადოება მას ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს. – ამის შესახებ  ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

„პარტიამ იცის ყველაფერი, ჩემი გუნდის წევრებმა იციან იმდენივე და ზოგიერთმა ჩემზე მეტი იცის ამ მიმართულებით, რასაც პოლიტიკური მოღვაწეობა და ქვეყნის განვითარება ჰქვია. სხვადასხვა მიმართულებით გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ლიდერები.

ჩემი თხოვნაა, ისევ შევახსენებდი ერთადერთს, თუ მოახერხებენ, ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა; კრიტიკულ სიტუაციაში შეიკრიბონ და კამათში საღი აზრი ჩამოაყალიბონ, გარწმუნებთ, „ქართულ ოცნებას“ არანაირი პრობლემა არ ექნება.

ეს თუ ვერ მოახერხეს, თუ ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს, მაშინ შეიძლება, შედეგი გაუარესდეს. თუმცა, მაინც თუ გაინტერესებთ ჩემი შეფასება, უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ მოუვა. აბსოლუტურად ჯანსაღად გააგრძელებს თავის ურთიერთობებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თქვენი კომენტარი?