MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ნიკა გვარამიას პასუხი “ქართული ოცნების” წევრ ზაურ დარგალს, “ევროპული საქართველო”-ს წარმომადგენელ აჰმედ იმამკულიევს და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წარმომადგენელ სამირა ისმაილოვას, რომლებიც მას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, როდესაც გვარამიამ, მისივე თქმით, ნახევრად ხუმრობით, მიხეილ სააკაშვილი ალაჰს, ხოლო საკუთარი  თავი მოქიცულს შეადარა.

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, მთავარი და პირადად მე რომ ვაპროტესტებდით, ქრისტიანების შეკრება თუ შეიძლება კოვიდის დროს, მუსლიმების რატომაა აკრძალული ნოვრუზ ბაირამის დროსთქო?

სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით, მუსლიმური მარნეულის ყველა კუთხე-კუნჭულს მღვდლები ქრისტიანულად რომ აკურთხებენ, როგორ შეიძლებათქო?
 
სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით, პანკისში მუსლიმობის გამო ადამიანებს ტერორისტების იარლიყებს რომ აწებებდნენ?
 
სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების მოხეში ჩაგვრის წინააღმდეგ ან ბათუმში მეჩეთის მშენებლობის დაბლოკვის გამო?

ან ახლა სად ხართ, თქვე ნაძირლებო, გურიაში მუსლიმების ლამის რეპრესიები რომ მიდის და 24 საათიან რეჟიმში რომ იბრძვის მთავარი მათი უფლებების დასაცავად?
სად იყავით? თქვით რამე? დაიცავით თქვენივე თემის ინტერესები, ან თქვენივე რწმენის სხვა თემის ინტერესები?!

თუმცა რა კითხვა უნდა: იყავით და ხართ სუსის დავალებების შესრულების რეჟიმში. აი მანდ იყავით, ხართ და დარჩებით. ხო, დარჩებით, იმიტომ რომ სუსის ვირთხებს სხვა მომავალი არა აქვთ. ხოლო რელიგიური შუღლის გამღვივებლებს (რაც მძიმე დანაშაულია), მომავალი ციხის კამერაში აქვთ.

P.S –  გაქოცებულ ნაცებზე გულისამრევს ჯერ არაფერს გაუვლია ამ ქვეყანაში. მყრალი ღამურები. დარგალი, მოპარული არჩევნებით აწ უკვე ქოცი დეპუტატი, ისმაილოვა – სუსთან კავშირ შეკრული, ქოცების ფულებზე დამჯდარი და ბოლნისის მერიის და საკრებულოს თავისი სადაქალოთი დამკომპლექტებელი”- წერს ნიკა გვარამია.

იხილეთ: ზაურ დარგალის (ქართული ოცნება) აჰმედ იმამკულიევი (ევროპული საქართველო) და სამირა ისმაილოვა (ნაც.მოძრაობის ყოფილი წევრი) ფეისბუქ პოსტები:

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER